რუსეთის დივერსიულმა ჯგუფებმა ქალაქ პოკროვსკში შეაღწიეს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
ამ ფაქტს უკრაინელი სამხედროებიც ადასტურებენ.
დივერსიული ჯგუფების მიზანი იყო ქალაქში გამაგრება და ძირითადი ძალების დალოდება. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ქალაქში დივერსიული ჯგუფები ადრეც შედიოდნენ, მაშინაც კი, როდესაც ფრონტი ამ ქალაქიდან დაშორებული იყო. ახლა კი ფრონტი უშუალოდ პოკროვსკს მიუახლოვდა.
როგორც უკრაინელმა სამხედრო ანალიტიკოსმა, მაიორმა ალექსეი გეტმანმა განაცხადა, პოკროვსკის მიმართულებაზე რთული სიტუაცია შეიქმნა. რუსულმა ძალებმა იქ 100 ათასამდე სამხედროს მობილიზება მოახერხეს და ამჟამად ქალაქის ტაქტიკურ ალყაში აღებას ცდილობენ.