რუსულმა ძალებმა ხერსონს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს, შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული ადმინისტრაცია ავრცელებს.
„დაახლოებით 08:10 საათზე რუსებმა ხერსონს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს. 54 წლის კაცი დაშავდა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მას საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდება. საავადმყოფოში ასევე გადაიყვანეს 55 წლის ქალი, რომელსაც აფეთქების შედეგად ჭრილობები აქვს მიყენებული. დაშავებული ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება,“ – იტყობინება ხერსონის რეგიონული ადმინისტრაცია.
გარდა ამისა, რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ცნობით, დაახლოებით 08:00 საათზე რუსებმა დასახლება ინჟენეროესაც ცეცხლი გაუხსნეს.