ზურაბ ქადაგიძე საქართველოს მთავრობას: უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მიზანმიმართული ჩართვა შიდა საქმეებში, ვერ აკმაყოფილებს სამშობლოს ღალატის მუხლს?! – დრო მოვიდა, ყველამ მკაცრად აგოს პასუხი სახელმწიფო ღალატისათვის

კითხვა მაქვს, საქართველოს მთავრობასთან – ქვეყნის წინააღმდეგ “ლობიზმი”, საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანება, უცხო ქვეყნის წარმომადგენლების, მიზანმიმართული ჩართვა შიდა საქმეებში, ვერ აკმაყოფილებს სამშობლოს ღალატის მუხლს?! – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელ აგენტთა რეესტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, საიდანაც ირკვევა, რომ „ნაცმოძრაობამ“ ლობისტური კომპანია „ნელსონ მალინსი“ დაიქირავა, ასევე შემოწირულობებს იღებდა კონგრესმენი ჯო უილსონიც.

ზურაბ ქადაგიძე

ქადაგიძის თქმით, დრო მოვიდა, რომ ყველამ მკაცრად აგოს პასუხი ქვეყნის ღალატისთვის.

„”307¹ მუხლი – სამშობლოს ღალატად მიჩნეული იქნება: საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება, საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ჯაშუშობა, შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, საბოტაჟი ან/და უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.”

კითხვა მაქვს, საქართველოს მთავრობასთან – ქვეყნის წინააღმდეგ “ლობიზმი”, საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანება, უცხო ქვეყნის წარმომადგენლების, მიზანმიმართული ჩართვა შიდა საქმეებში, ვერ აკმაყოფილებს სამშობლოს ღალატის მუხლს?!
მგონი დრო მოვიდა, ყველამ მკაცრად აგოს პასუხი სახელმწიფო ღალატისათვის და ზოგადად, რატომაც დაბრუნდა ეს მუხლი, ქართულ სამართლებრივ სივრცეში, პროპორციულად ამოქმედდეს!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.