ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

ინგლისური როკ-ჯგუფ Black Sabbath-ის სოლისტი, ოზი ოსბორნი, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ დასავლური მედია მის ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

გარდაცვალების მიზეზი განცხადებაში არ არის ნახსენები, თუმცა ნათქვამია, რომ ის დღეს დილით გარდაიცვალა.

„ის ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, სიყვარულით იყო გარშემორტყმული. გთხოვთ, პატივი სცეთ ჩვენს პირად სივრცეს ასეთ დროს,” – ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ოზი ოსბორნმა ბოლო კონცერტი ჯგუფთან ერთად ცოტა ხნის წინ ინგლისის ქალაქ ბირმინგემში გამართა.