დასავლეთს სურს, ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი საკუთარ რელსებზე გადაიყვანოს, რამაც შეიძლება, რეგიონში დისბალანსი გამოიწვიოს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
აზერბაიჯანულ-სომხური კონფლიქტის მოგვარების კონტექსტში, ზახაროვამ აღნიშნა, რომ დასავლეთის დედაქალაქებიდან მომავალი სიგნალები ზედაპირულად არ უნდა იყოს განხილული, რადგან ეჭვგარეშეა, რომ დასავლეთის ნამდვილი მოტივები, რომლებიც კეთილი განზრახვების კიდევ ერთი სერიის მიღმა იმალება, „წმინდა ოპორტუნისტული ამოცანებია“.
„სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობების ნორმალიზაცია რეგიონული განზომილებიდან გამოდის, სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყანა როდესაც ცდილობს, დამოუკიდებლად მიიღოს კონსტრუქციული, კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები უახლოესი მეზობლების მხარდაჭერით, ვისთან ერთადაც უწევთ ცხოვრება და რომლებმაც არაერთხელ შეიტანეს წვლილი მათ შერიგებაში ან მწვავე კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებაში. დასავლელები ბაქოსა და ერევანს შორის შერიგების პროცესის საკუთარ ლიანდაგებზე გადატანას ცდილობენ. ჩვენ ასევე ვიცით, სად მიდის ეს ლიანდაგები, როგორც წესი. სინამდვილეში, ამან შეიძლება, გამოიწვიოს რეგიონში უსაფრთხოების სისტემის დისბალანსი, რაც ძირს უთხრის რეგიონული თვითკმარობის პრინციპს, როდესაც აქტუალური საკითხების მოგვარებას სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოები და მათ პირდაპირ მოსაზღვრე ქვეყნები ახორციელებენ“, – აღნიშნა მარია ზახაროვამ.