კრაინა მალე შეძლებს რუსეთის ტერიტორიაზე „გავლენის მოხდენას“. ეს განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა გააკეთა, თუმცა მან არ დაასახელა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გადასაცემი ახალი იარაღის ტიპი და მიწოდების დრო.
Zeit-თან ინტერვიუში მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ახალი იარაღის მიწოდება დაკავშირებულია არა ფინანსური საკითხთან, არამედ უკრაინული და ევროპული იარაღის ქარხნების ხელმისაწვდომობასა და წარმოების შესაძლებლობებთან. მან დასძინა, რომ უკრაინის ევროპელი პარტნიორები სწორედ ამ საკითხის მოგვარებაზე მუშაობენ.
„უკრაინას უფლება აქვს, დაიცვას თავი თავდასხმებისგან. მას ასევე ექნება რუსეთის ტერიტორიაზე ზემოქმედების შესაძლებლობა, მაგრამ ჩვენ არ გავუმჟღავნებთ [კრემლის ლიდერ ვლადიმერ] პუტინს, თუ რა შეიარაღების სისტემებს ვაწვდით უკრაინას“, – განაცხადა ვადეფულმა.
გარდა ამისა, გერმანელმა მინისტრმა აღნიშნა, რომ აღარ ცდილობს, გაიგოს პუტინის უკრაინაზე თავდასხმების სავარაუდო ლოგიკა.
„ის მხოლოდ მაშინ გაჩერდება, როდესაც მიხვდება, რომ მისი გეგმა არ მუშაობს“, – განაცხადა გერმანელმა მინისტრმა.