“ისტორიის “მოყვარულის” მარკ რიუტეს გასაგონად ჩინეთის ისტორიიდან მოვუტან მაგალითს” – რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი მედინსკი

სტამბულში რუსეთის და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების თემაზე კომენტარი გააკეთა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ, რომელსაც ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ, აშშ პრეზიდენტ ტრამპთან საუბარში “არასერიოზული” და “ისტორიკოსი” უწოდა. კერძოდ, მედინსკიმ რიუტეს ირონიით უწოდა “ისტორიის დიდი მოყვარული” და მას მორიგი ისტორიული პარალელი შესთავაზა, ამჯერად – ჩინეთის ისტორიიდან. მედინსკიმ განაცხადა, რომ ჩინეთის სამოქალაქო დაპირისპირების დროს, ნაციონალისტების ლიდერ ჩან კაიშის ინიციატივით, რამდენიმე შეხვედრა მოხდა მასსა და კომუნისტების ლიდერ მაო ძედუნს შორის, ისინი შეხვედრაზე იღიმებოდნენ, რაღაც საკითხებს განიხილავდნენ, მაგრამ არაფერი გამოვიდა, რადგან ძირეულ საკითხებზე ვერ მოგვარდნენ – აღნიშნა მედინსკიმ.

ამ დიპლომატიური მეთოდით, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა მიანიშნა, რომ უკრაინულ დელეგაციასთან მოლაპარაკებები მოლაპარაკებების გამო დიდ დატვირთვას არ ატარებს, სანამ უკრაინული მხარე რეალობას არ დაინახავს და საკუთარ მარცხს არ აღიარებს.