სტამბოლში რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ერთ საათზე ცოტა ხანს გაგრძელდა

სტამბოლში რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების მესამე რაუნდი საათზე ცოტა ხანი გაგრძელდა. ჩირაგანის სასახლეში შეხვედრის შემდეგ მედიასთან განცხადებები დელეგაციების ხელმძღვანელებმა გააკეთეს.

russia and ukraine

რუსტემ უმეროვის თქმით, უკრაინა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისთვის მზად არის. კიდევ ერთი თემა, რომელიც კიევმა შეხვედრაზე წამოწია – ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრაა, თუმცა რუსული მხარის განცხადებით, “ლიდერების შეხვედრა სათანადოდ უნდა მომზადდეს”.

სტამბოლის მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ მხარეები სამხედრო ტყვეების გაცვლაზე. ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინამ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე და დაჭრილი ათასი უკვე სამხედრო დაიბრუნა.