თურქეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ესკიშეჰირის პროვინციაში ხანძრის ქრობის დროს 10 მეხანძრე დაიღუპა, 14 კი დაშავდა.
ტრაგედიის მიზეზი სტიქიის ზონაში ქარის მიმართულების ცვლილება გახდა, რის გამოც მეხანძრეებმა ტერიტორიიდან გამოსვლა ვერ შეძლეს. მიმდინარეობს გამოძიება.
ამ დროისთვის ქვეყნის ცენტრალურ და დასავლეთით მდებარე 5 რეგიონში ცეცხლის 7აქტიური კერაა.