აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილემ უკრაინასა და ბელარუსში, ადვოკატმა ჯონ კოულმა, ისაუბრა იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ლუკაშენკოსთან პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. მან დამოუკიდებლობის სასახლეში შემდგარ საუბარს “სახალისო” უწოდა.
- როგორ მიიღეს პოლიტპატიმრების გათავისუფლების გადაწყვეტილება
78 წლის ჯონ კოული ცნობილი იურისტია და ამჟამად აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილეა უკრაინასა და ბელარუსში. მან Politico-ს განუცხადა, თუ როგორ აწარმოა დელეგაციამ მისი მონაწილეობით მინსკში პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოლაპარაკებები. შეხვედრა მაისის დასაწყისში მინსკში, დამოუკიდებლობის სასახლეში შედგა.
კოულის თქმით, მასზე შთაბეჭდილება მოახდინა სასახლის ინტერიერის ზომამ. მისი თქმით, სასახლე “იმდენად უზარმაზარია, რომ [ამერიკული ფეხბურთის ლეგენდა] ტომ ბრედიც ვერ მიაწვდენდა ბურთს მისაღები ოთახის ერთი ბოლოდან მეორემდე”.
კოული ამბობს, რომ ლუკაშენკოსთან შეხვედრა საკმაოდ მეგობრული იყო.
შემდეგ მაგიდაზე პრეზიდენტის არაყი მიიტანეს. ლუკაშენკო ამ სასმელით განსაკუთრებით მნიშვნელოვან სტუმრებს უმასპინძლდება ან საჩუქრად აძლევს.
შეხვედრის მონაწილეებმა ჯერ დონალდ ტრამპის სადღეგრძელო დალიეს, შემდეგ კი კოულს უთხრეს, რომ საპასუხოდ ლუკაშენკოს სადღეგრძელო უნდა ეთქვა.
- “ორი ჭიქა დავლიე, მაგრამ მესამე არ დამილევია“, – თქვა კოულმა. მისი თქმით, სადღეგრძელოები გაგრძელდა და “ყველაფერი სახალისო გახდა”.
“მხიარული“ შეხვედრიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს ბელარუსისა და აშშ-ის მოქალაქე იური ზენკოვიჩი (ის “სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის“ გაასამართლეს).
ხოლო 21 ივნისს რეგიონში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა ახალი მოლაპარაკება გამართა – შედეგად გაათავისუფლეს სერგეი ტიხანოვსკი და კიდევ 13 პირი.