დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ილონ მასკის კომპანიების განადგურებას არ აპირებს

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ილონ მასკის კომპანიების განადგურებას არ აპირებს.

ტრამპი მასკი

„ყველა ამბობს, რომ მე გავანადგურებ ილონის კომპანიებს, თუ მოვუხსნი იმ დიდძალ სუბსიდიებს, რომელსაც აშშ-ის მთავრობისგან იღებს. ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, – აცხადებს ტრამპი.

მანამდე ილონ მასკმა კომპანია „ტესლას“ ინვესტორები გააფრთხილა, რომ მთავრობის მიერ ელექტრომობილების მწარმოებლებისთვის მხარდაჭერის შემცირებამ შესაძლოა კომპანიას მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნას.