ევროპარლამენტი: საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის…ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას

ევროპარლამენტი აცხადებს, რომ საქართველო ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში მანამ, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის.

„საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს მანამ, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის”, – აღნიშნულია ევროკავშირის ოფიციალურ „ფეისბუქ” გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას.