რამზან კადიროვი თურქეთში კინაღამ ზღვაში დაიხრჩო

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი თურქეთის ქალაქ ბოდრუმში დასვენების დროს კინაღამ ზღვაში დაიხრჩო. ამის შესახებ თურქული გამოცემა Milliyet იუწყება.

კადიროვი ბოდრუმის 5-ვარსკვლავიან სასტუმროში, „კაინარში“ ისვენებდა. როდესაც ის ზღვაში შევიდა, მოულოდნელად წყალში ფართხალი დაიწყო და მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ამის შემდეგ რამზან კადიროვი ბოდრუმის კერძო კლინიკაში გადაიყვანეს და იქ გარკვეული პერიოდი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

ჩეჩნეთში მომხდარის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ. ბოლო დროს რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბევრი იწერება და, მედიის ცნობით, ის უარესდება. ზაფხულის დასაწყისიდან კადიროვი საჯარო ღონისძიებებს პრაქტიკულად არ ესწრება. ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე, რომელზეც ჩეჩნეთის ტელევიზიაში სიუჟეტი გავიდა, კადიროვი უხმოდ იჯდა.

კადიროვი ბოდრუმის 5-ვარსკვლავიან სასტუმროში, „კაინარში“ ისვენებდა. როდესაც ის ზღვაში შევიდა, მოულოდნელად წყალში ფართხალი დაიწყო და მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.