Reuters: ინდოეთში სკოლის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 7 მოსწავლე დაიღუპა

ინდოეთში, რაჯასტანის შტატში სკოლის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 7 მოსწავლე დაიღუპა, 20 კი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ათობით ადამიანი კვლავ ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი. ინციდენტის დროს კლასში დაახლოებით 25-დან 30-მდე მოსწავლე იმყოფებოდა.

სამართალდამცველები სახურავის ჩამონგრევის მიზეზად ძლიერ წვიმებს ასახელებენ.