“შენ რომ ქორწილი გადაგიხადა მიშამ სტამბულში! მრავალმილიონიანი! მაშინ ევროპული და საინტერესო ქვეყანა იყო მეთიუ?!“- გოგა ხაინდრავა მეთიუ ბრაიზას ნათქვამს ეხმიანება, რომ საქართველო აღარ არის ევროპული ქვეყანა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ეხმიანება მეთიუ ბრაიზას ნათქვამს, რომ საქართველო აღარ არის ევროპული ქვეყანა.

„ საქართველო კრიზისშია! აღარ არის ევროპული ქვეყანა! ევროპისა და აშშ-თვის ნაკლებ საინტერესოა! რუსეთის ორბიტაზეა. დაღმავალ სპირალშია
– მეთიუ ბრაიზა.
შენ რომ ქორწილი გადაგიხადა მიშამ
სტამბულში!
მრავალმილიონიანი!
მაშინ ევროპული და საინტერესო ქვეყანა იყო მეთიუ?!“,- წერს ხაინდრავა.