სტამბოლში ირანსა და ევროპულ „სამეულს“ (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია) შორის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო.
მოლაპარაკებები სტამბოლში ირანის საკონსულოს შენობაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე მიმდინარეობს.
შეხვედრის დაწყებამდე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები წინა დისკუსიების გაგრძელებაა და მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ ირანის პოზიციები არ შეცვლილა.
„განსაკუთრებით ისრაელის მიერ დაწყებული ბოლოდროინდელი ომის შემდეგ, აუცილებელი იყო მეორე მხარე ინფორმირებული ყოფილიყო, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის პოზიცია კვლავ ძლიერი და ურყევია. ჩვენი ურანის გამდიდრება გაგრძელდება; ჩვენ არ ვთმობთ ირანელი ხალხის ამ უფლებას“, – აღნიშნა აბას არაღჩიმ.