ვიქტორ ორბანი – უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთს გაანადგურებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთის ფუნდამენტურ ინტერესებშია, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ წინააღმდეგობა შეინარჩუნოს. ამის შესახებ ორბანმა რადიო Kossuth-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ორბანმა აღნიშნა, ომში მყოფი ქვეყნის მიღება ევროკავშირში ომის იმპორტირებას ნიშნავს, უნგრეთს კი ფრონტის ხაზზე მყოფ სახელმწიფოდ გადააქცევს.

„ეს უნგრეთს გაანადგურებს. უამრავი უნგრელი დაიღუპება, ჩვენს ახალგაზრდობას წაიყვანენ, ომში ჩაგვითრევენ, საშინელ განადგურებას განვიცდით და ჩვენი ეკონომიკა ნანგრევებად იქცევა“, – აცხადებს ორბანი.