უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 90 დღით, 2025 წლის 5 ნოემბრამდე გახანგრძლივებას ითვალისწინებს. ამის შესახებ RBC-Ukraine იუწყება.
უმაღლესი რადას მიერ 15 ივლისს მიღებული კანონპროექტებით დამტკიცდა პრეზიდენტის ბრძანებულებები საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გაგრძელების შესახებ.
ცნობისთვის, უმაღლესმა რადამ საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულებები 2022 წლის 24 თებერვლის დილას 30 დღის ვადით დაამტკიცა. ამის შემდეგ ის მუდმივად ხანგრძლივდება, თავდაპირველად ერთი თვით გახანგრძლივდა, ხოლო 2022 წლის მაისიდან – სამი თვით.
უკრაინაში მობილიზაციის მოცულობას და თანმიმდევრობას განსაზღვრავს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი. მობილიზაციას ექვემდებარებიან 25-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცები.