აშშ-მა და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს.

ტრამპი და ურსულა

„ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას. ეს კარგი შეთანხმებაა ყველასთვის. ეს ჩვენ ერთმანეთთან დაგვაახლოვებს. ეს არის თანამშრომლობა გარკვეული თვალსაზრისით. ევროკავშირი შეიძენს აშშ-დან 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგორესურსებს, ასევე, ევროკავშირი დამატებით 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გააკეთებს აშშ-ში“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა, რომ აშშ-ში ევროპული საქონლის იმპორტზე 15%-იანი ტარიფები დაწესდება.