საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7075 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7086 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1583 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1783 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა უცვლელია და მისი ღირებულება 0.0668 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 29 ივლისს შევა ძალაში.