ფრანსუა ბაირუს თქმით, აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმების მიღწევა ევროკავშირისთვის „შავი დღეა“. ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის მეთაურმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„შეთანხმება ურსულა ფონ დერ ლაინესა და დონალდ ტრამპს შორის ევროკავშირისთვის შავი დღეა, როდესაც თავისუფალი ალიანსი, რომელიც საკუთარი ღირებულებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით შეიქმნა, აშშ-ს დაემორჩილა“, – წერს ბაირუ.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმება გააკრიტიკა პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმაც.
შეგახსენებთ, 27 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი სავაჭრო შეთანხმებას გააფორმებენ, რომლის მიხედვითაც, ევროპული პროდუქციის აშშ-ში შეტანა 15%-იანი ტარიფით დაიბეგრება.