ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2008 წლის შემდეგ პირველად დიდ ბრიტანეთში ბირთვული იარაღი განალაგა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, მიმდინარე კვირაში საფოლკის საგრაფოში ლეიკენჰეთის ბაზაზე რამდენიმე თერმობირთვული ბომბი ჩაიტანეს.
შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებას ცნობა ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია, თუმცა, წყაროებზე დაყრდნობით მედია წერს, რომ ამ გზით შეერთებული შტატები ადასტურებს, რომ ევროპაში თავის ბირთვულ ყოფნას არ წყვეტს და ბრიტანეთში ბირთვული იარაღის განლაგება რუსეთისთვის მკაფიო სიგნალია.