თავდაცვის უწყების ექს მაღალჩინოსნების სკანდალური საქმე: “შავი წრე” ჯუანშერ ბურჭულაძის გარშემო – რა არის ცნობილი დაკავებულებზე, რომელთაგან ერთი მისი ცოლის ძმაა?

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის, გი­ორ­გი ხა­ინ­დრა­ვას, ამა­ვე სა­მი­ნის­ტროს შეს­ყიდ­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, ვლა­დი­მერ ღუ­დუ­შა­უ­რი­სა და ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძის ცო­ლის ძმის, ვა­სილ მხე­ი­ძის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ხვალ გა­ი­მარ­თე­ბა.

სხდო­მა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 10:00 სა­ათ­ზეა და­ნიშ­ნუ­ლი.

ხვა­ლინ­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე იმ­სჯე­ლე­ბენ.

სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბის პო­ზი­ცია ცნო­ბი­ლია, პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ ყვე­ლა­ზე მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას – პა­ტიმ­რო­ბას მო­ი­თხოვს. უც­ნო­ბია, რა პო­ზი­ცია ექ­ნე­ბა დაც­ვის მხა­რეს.

ვლა­დი­მერ ღუ­დუ­შა­უ­რი დუ­მი­ლის უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლობს, ვა­სილ მხე­ი­ძე ბრალს არ აღი­ა­რებს, რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი ხა­ინ­დრა­ვას, მისი პო­ზი­ცია ბრალ­თან და­კავ­ში­რე­ბით უც­ნო­ბია, ვი­ნა­ი­დან და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან არ კონ­ტაქ­ტობს.

  • თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ყო­ფილ მო­ად­გი­ლეს, გი­ორ­გი ხა­ინ­დრა­ვას, იმა­ვე სა­მი­ნის­ტროს შეს­ყიდ­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფილ უფ­როსს, ვლა­დი­მერ ღუ­დუ­შა­ურს და თავ­დაც­ვის იმ­დრო­ინ­დე­ლი მი­ნის­ტრის ცო­ლის ძმას, ვა­სილ მხე­ი­ძეს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად დღეს წა­უ­ყე­ნეს.

ღუ­დუ­შა­ურ­სა და გი­ორ­გი ხა­ინ­დრა­ვას დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის გაფ­ლან­გვას ედა­ვე­ბი­ან, ვა­სილ მხე­ი­ძეს კი გაფ­ლან­გვა­ში დახ­მა­რე­ბას.

ბრა­ლის მი­ხედ­ვით, ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძის მო­ად­გი­ლემ, გი­ორ­გი ხა­ინ­დრა­ვამ და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შეს­ყიდ­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის იმ­დრო­ინ­დელ­მა უფ­როს­მა, ვლა­დი­მერ ღუ­დუ­შა­ურ­მა ბურ­ჭუ­ლა­ძის ცო­ლის ძმის, ვა­სილ მხე­ი­ძის დახ­მა­რე­ბით, სა­მი­ნის­ტროს მიერ სამ­ხედ­რო ჰოს­პიტ­ლის­თვის, მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფის აპა­რა­ტის შე­ძე­ნის პრო­ცეს­ში მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბე­ბით არა­კონ­კუ­რენ­ტუ­ლი გა­რე­მო შექ­მნეს, რის შე­დე­გა­დაც, არა­რე­ა­ლუ­რი გა­რი­გე­ბე­ბის და­დე­ბის გზით გა­ი­ზარ­და აპა­რა­ტის რე­ა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რის შე­დე­გა­დაც, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კუთ­ვნი­ლი 1 333 728 ლარი გაფ­ლან­გეს.

გა­მო­ძი­ე­ბა წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კუთ­ვნი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის გაფ­ლან­გვის და გაფ­ლან­გვა­ში დახ­მა­რე­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 182-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“, „დ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით და მე-3 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 7-დან 11 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გი­ორ­გი ხა­ინ­დრა­ვა და ვლა­დი­მერ ღუ­დუ­შა­უ­რი

 

  • რა ვი­ცით და­კა­ვე­ბუ­ლებ­ზე?

გი­ორ­გი (გოგა) ხა­ინ­დრა­ვა – ის 2022 წლი­დან 2024 წლის თე­ბერ­ვლამ­დე იყო ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძის მო­ად­გი­ლე თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში.

მა­ნამ­დე, 2019 წლის ნო­ემ­ბრი­დან მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ და­ნიშ­ვნამ­დე იყო ამა­ვე სა­მი­ნის­ტროს შეს­ყიდ­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი.

დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სო­ბამ­დე უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა, კი­დევ უფრო ადრე, 2017-19 წლებ­ში კი – ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტში ელექტრო­ნუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი გახ­ლდათ.

ვლა­დი­მერ ღუ­დუ­შა­უ­რი – შეს­ყიდ­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი.

ის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში 2019 წლი­დან მუ­შა­ობ­და.

მა­ნამ­დე ის სა­ქარ­თვე­ლოს დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­სა და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში მსა­ხუ­რობ­და.

2019-21 წლებ­ში იყო სა­მი­ნის­ტროს შეს­ყიდ­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე, 2021-24 წლებ­ში კი – დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი.

მისი ძმა, ილია ღუ­დუ­შა­უ­რი 2022 წლის იან­ვრი­დან იყო ჯან­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ აზა­რაშ­ვი­ლის მო­ად­გი­ლე.

ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც 2021 წლი­დან იყო მი­ნის­ტრი, პოს­ტი 2024 წლის 1 -ლ მარტს და­ტო­ვა.

ვა­სილ მხე­ი­ძე – ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძის ახლო ნა­თე­სა­ვი, ცო­ლის ნინო მხე­ი­ძის ძმა.

ბრალ­დე­ბის თა­ნახ­მად, ის კერ­ძო კომ­პა­ნი­ებს “გა­რან­ტი­რე­ბულ გა­მარ­ჯვე­ბას ჰპირ­დე­ბო­და“ სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის კონ­კურ­სში, ხოლო შეს­ყიდ­ვა­ში გა­მარ­ჯვე­ბის გა­რან­ტი­ად ასა­ხე­ლებ­და “შე­სა­ბა­მის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­თან თა­ვის კავ­ში­რებს“.

შე­გახ­სე­ნებთ, 2023 წელს, ანუ სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის დროს, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძე იყო. ის ამ პოსტზე 2021 წლი­დან მუ­შა­ობ­და, მას მერე, რაც მი­ნის­ტრად ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა წა­რად­გი­ნა. ირაკ­ლი ღარ. მა­ნამ­დე კი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მო­ად­გი­ლე იყო მას შემ­დეგ, რაც ეს უკა­ნას­კნე­ლი 2019 წელს პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუნ­და და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრად და­ი­ნიშ­ნა.

სუს-ის მიერ და­კა­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ამ­დე “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძეს და­ა­კა­ვებ­დნენ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი შემ­დე­გი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა:

“რამ­დე­ნი­მე დღის წინ ვთქვი, რომ ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძეს და­ი­ჭერ­დნენ, მაგ­რამ ვხე­დავთ, რომ მისი მო­ად­გი­ლე, ახლო ნა­თე­სა­ვი [და­ა­კა­ვეს]. რო­გორც ბრი­ფინგზე თქვეს, მისი ნა­თე­სა­ვი “ალა­გებ­და“, მაგ­რამ “ალა­გებ­და“ ბურ­ჭუ­ლა­ძის სა­ხე­ლით, მისი სა­ხე­ლით იპა­რავ­და. ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძის ირ­გვლივ ეს ყულ­ფი და­ვიწ­როვ­და და ცხა­დია მა­საც ემუქ­რე­ბა და­კა­ვე­ბა. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძე და­კა­ვე­ბუ­ლი ჰყავ­დათ და გა­მო­უშ­ვეს მხო­ლოდ ერთი რა­მის გამო, რომ მან “კუში“ უნდა მი­ი­ტა­ნოს ბი­ძი­ნას­თან და ერ­თა­დერთ შემ­თხვე­ვა­ში იყი­დის თა­ვი­სუფ­ლე­ბას თუ ის კონ­კრე­ტულ ფულს მი­უ­ტანს ბი­ძი­ნას და თუ ამას არ გა­ა­კე­თებს, გა­ი­ზი­ა­რებს მისი მო­ად­გი­ლის და ნა­თე­სა­ვის ბედს”.