“მომივიდა ზუსტი ინფორმაცია: სუს-ი აპირებს, რომ…” – რას წერს მიხეილ სააკაშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სუს-ი აპი­რებს “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბას შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა­ში.

  • რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, სუს-ი აპი­რებს “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დე­რე­ბის დიდი ნა­წი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბას.

“მო­მი­ვი­და ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია: ივა­ნიშ­ვი­ლის მა­ფი­ო­ზუ­რი სუს-ი აპი­რებს ახალ დიდ პრო­ვო­კა­ცი­ას – “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“, გან­სა­კუთ­რე­ბით ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბას შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა­ში, ლი­დერ­ში­პის დიდი ნა­წი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბას და ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბას სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის­თვის.

ამის­თვის გა­მო­ი­ყე­ნებს ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დებს. კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვა­ცხა­დებ, რომ მეც და ჩემი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბიც კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ვყოფთ ყვე­ლა­ნა­ირ ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებს.

ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა მაქ­სი­მა­ლუ­რად ფარ­თო საპ­რო­ტეს­ტო ფრონ­ტის შექ­მნა და შე­ტე­ვი­თი, ოღონდ მშვი­დო­ბი­ა­ნი ქმე­დე­ბე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლა. ყვე­ლა, ვინც სხვა რა­მეს ქა­და­გებს, ან ივა­ნიშ­ვი­ლის მოგ­ზავ­ნი­ლია, ან – უბ­რა­ლოდ პრო­ვო­კა­ტო­რი”, – წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.