“ნიკანორ მელიას და ვინც არის ციხეში, ყველას მოგიკითხავთ, ხაზარაძესაც მოგიკითხავთ – ჭეშმარიტებაზე გავესაუბრები იმიტომ, რომ ღმერთისგან ძალიან შორს ხართ “ნაციონალები“ – ლუკა კურტანიძე

ნი­კა­ნორ მე­ლი­ას და ვინც არის ცი­ხე­ში, ყვე­ლას მო­გი­კი­თხავთ, ხა­ზა­რა­ძე­საც მო­გი­კი­თხავთ, – ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ყო­ფილ­მა დე­პუ­ტატ­მა, ვე­ტე­რან­მა სპორ­ტსმენ­მა, ლუკა კურ­ტა­ნი­ძემ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და.

ლუკა კურ­ტა­ნი­ძის თქმით, ის ოპო­ზი­ცი­ო­ნერ პო­ლი­ტი­კო­სებს ცი­ხე­ში ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ზე გა­ე­სა­უბ­რე­ბა.

„ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ზე გა­ვე­სა­უბ­რე­ბი იმი­ტომ, რომ ღმერ­თის­გან ძა­ლი­ან შორს ხართ „ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი“, – გა­ნა­ცხა­და კურ­ტა­ნი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ყო­ფილ დე­პუ­ტატს, ვე­ტე­რან მო­ჭი­და­ვეს ლუკა კურ­ტა­ნი­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

ლუკა კურ­ტა­ნი­ძეს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბა ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის, ოჯა­ხის წევ­რის ნივ­თის გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბი­სა და ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ დამ­ცა­ვი ორ­დე­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის მუხ­ლით წა­რუდ­გი­ნა, რაც 5 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

წყარო: ​ambebi.ge