„თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი რუსეთს უკრაინაში ომის გამო 10 დღეში ტარიფების დაწესებით დაემუქრა, თუმცა როგორც ჩანს, ის ამ სტრატეგიის ეფექტურობაში სრულად დარწმუნებული არ არის. ტრამპმა აღიარა, რომ სანქციებმა, შესაძლოა, არ იმუშაოს,“ – აღნიშნულის შესახებ The New York Times-ი წერს.
„არ ვიცი, იმოქმედებს თუ არა ეს რუსეთზე, რადგან მას {პუტინს} აშკარად სურს ომის გაგრძელება“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ დააწესებს სანქციებსა და მეორად ტარიფებს.
„ამან შეიძლება იმოქმედოს მათზე, შეიძლება არა,“ – განაცხადა ტრამპმა.
გამოცემის ცნობით, კონფლიქტით ტრამპის იმედგაცრუების ზრდასთან ერთად, მისი მუქარები კითხვებს ბადებს იმის შესახებ, თუ რამდენად ძლიერი ბერკეტები აქვს აშშ-ს მოსკოვზე ზეწოლის განსახორციელებლად და მზად არის თუ არა ამერიკელი ლიდერი მათი გამოყენებისთვის.
„როგორც ჩანს, ტრამპმა გააცნობიერა ის, რაც ბევრმა ჩვენგანმა თავიდანვე შენიშნა – პრობლემა ზელენსკი და უკრაინა არ არის. პრობლემა პუტინმაა“, – განაცხადა საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, მეტ დასმა.
ცნობისთვის, 2 კვირის წინ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს 50-დღიანი ვადა მისცა უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად.
პრეზიდენტმა ტრამპმა 29 ივლისს პუტინისთვის მიცემული ვადა შეამცირა და თქვა, რომ „პუტინს 10 დღის ვადა აქვს“.