რუსეთის ძალებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი სასწავლო დანაყოფის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„მიუხედავად გატარებული უსაფრთხოების ზომებისა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა პირადი შემადგენლობის შორის დანაკარგების სრულად თავიდან აცილება. 21:30 საათის მდგომარეობით, ცნობილია სამი დაღუპულისა და 18 დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის შესახებ. ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები“, – ნათქვამია სახმელეთო ჯარების განცხადებაში.