აფხაზეთში მოსახლეობის აღწერა ჩატარდება

აფხაზეთში მოსახლეობის აღწერის ჩატარება იგეგმება, ამ საკითხზე დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ დელბა ე.წ. სტატისტიკის კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას Apsadgil.info ავრცელებს.

შეხვედრა ვლადიმერ დელბასთან სოხუმში

ე.წ. სტატისტიკის სამსახურის უფროსს, კამა გოგიას მოსახლეობის აღწერის თარიღის დადგენა დაევალა. ბოლოს  აფხაზეთში მოსახლეობის აღწერა 2011 წელს ჩატარდა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება სტატისტიკური საქმიანობის გაციფრულებას დაეთმო. ამჟამად ელექტრონული სტატისტიკური აღრიცხვის პროგრამა სატესტო რეჟიმში მუშაობს. ეს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, სოციალურ სფეროზე და ადამიანთა ცხოვრებაზე ინფორმაციის უფრო ოპერატიულად მიღების და დამუშავების შესაძლებლობას იძლევა.