ზაფხული დასვენებისა და განტვირთვის საუკეთესო დროა. ცხადია, ქართველი ვარსკვლავებიც აქტიურად იყენებენ ამ შესაძლებლობას. მაშინ, როდესაც ისინი ევროპის სხვადასხვა კურორტს ირჩევენ, რუსეთში მოღვაწე ქართველები სამშობლოს სანაპიროებსა თუ მთიან რეგიონებს სტუმრობენ. ვნახოთ, სად და როგორ ისვენებდნენ ამ ზაფხულს ჩვენთვის ნაცნობი სახეები.
ქეთა თოფურია: განმარტოება წყნეთში და ოჯახური იდილია
ამ ზაფხულს საქართველო ცნობილმა მომღერალმა ქეთა თოფურიამ მოინახულა. ის შვილებთან ერთად წყნეთში ისვენებდა, სადაც, როგორც ცნობილია, ქეთას საკუთარი, დიდი და დაცული ვილა აქვს. მომღერალი სოციალურ ქსელში არ აქტიურობდა და დასვენების ამსახველი მხოლოდ ერთი ფოტო გამოაქვეყნა. უცნობია, იმყოფებოდა თუ არა მასთან ერთად საქართველოში მეუღლე, ლევ ძენგოვი.
თეონა კონტრიძე: “ხმელი სუნელის” დუეტი შეკვეთილში და პლაჟის ეტიკეტი
რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თეონა კონტრიძე ამჟამად საქართველოს სანაპიროზე, შეკვეთილში ისვენებს. ცოტა ხნის წინ ის ალპებში მოგზაურობდა, ახლა კი შავიზღვისპირა კურორტიდან გვიზიარებს შთაბეჭდილებებს.
განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს თეონას ვიდეოები, სადაც მასთან ერთად ბალერონი ნიკოლოზ ცისკარიძეც ჩანს. ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც შეკვეთილიდან ვრცელდება, თეონა საკუთარ თავსა და ცისკარიძეს ხუმრობით “დუეტ ხმელ სუნელად” წარმოადგენს და პლაჟზე კვების წესებზე საუბრობს.
“დუეტი „ხმელი სუნელი“ აგრძელებს მაუწყებლობას. მეგობრებო, მითხარით, აუცილებელია თუ არა პლაჟზე ჭამა? საქართველოში, მაგალითად, ჭამა მიღებული არ არის. სიმინდი – მაქსიმუმი… მე პირადად კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ზღვასთან გასტრო-კვების. ნიკა ცისკარიძეც ეს საშინლად გამოიყურება! საზამთროს ქერქი, ხაჭაპური, სიმინდის ტარო და ატმის კურკები ერთმანეთში არეული – საშინელი ნაზავია. იქნებ შევიკავოთ თავი, ღვთის გულისთვის?!”
როგორც ჩანს, თეონა კონტრიძესა და ნიკოლოზ ცისკარიძეს პლაჟზე უწესრიგო კვების წინააღმდეგ პროტესტის განცდა აქვთ, რასაც ღიად გამოხატავენ.
თეონას ინსტაგრამ სთორებში ჩანს მიხეილ ყაველაშვილის ვაჟი გური ყაველაშვილი. “ჩემი პრინცი წავიდა”, – წერს თეონა ერთ-ერთ ფოტოზე და გური ყაველაშვილის ფოტოს აქვეყნებს.
გური ყაველაშვილი ცნობილი სპორტსმენია. AMBEBI.GE ჯერ კიდევ მისი მამის გაპრეზიდენტებამდე წერდა, რომ გურის შეყვარებული მოდელი ლიკუნა სტურუა გახლდათ. წყვილი ისევ ერთად არის და, როგორც ჩანს, მათი ურთიერთობა აქტიურად ვითარდება.
ერთი კვირის წინ ლიკუნამ დაბადების დღე გრანდიოზულად აღნიშნა და გურისთან ერთად გადაღებული ფოტოები ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.