ექიმი და “იმედის” წამყვანი ნინო ნადირაძე, რომლის ვაჟი, ივიკო კუზანოვი ე.წ. პროევროპულ აქციაზე დაშავდა, “ქართული ოცნების” მიერ, კახა კალაძის მერობის კანდიდატად წარდგენის ღონისძიებას დაესწრო.
“ტვ პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სტუდენტი ამბობდა, რომ “ქართული ოცნების” მიერ არჩეულ კურსს არ ეთანხმებოდა.
“ქართული ოცნების” ღონისძიებაზე მოსული „ვივა მედის” დირექტორი დღეს ამ ფაქტის გახსენებამ გააღიზიანა:
„თქვენ მე სინდისზე ნუ მელაპარაკებით. ჩემი შვილი იყო ერთხელ აქციაზე, ნახა და წამოვიდა, ახლა ჩემს გევრდით არის. ის თუ იყო აქციაზე, თავის საქციელზე თვითონ აგებს პასუხს…
რატომ გაქვთ ასეთი აგრესიული სახე, გამოხედვა, ჩემს მიმართ გაქვთ აგრესია? მე უნდა მქონდეს, მთელი ორი წელი, მკვლელი მეძახეთ. მომიხადეთ ბოდიში? ყველა წამყვანი მატყუარა გყავთ. ყველა პარტიას მორგებულები, თქვენ რა ფულითაც ხართ, მოპარული ფულით, ხართ. ხაზარაძის ფულებით ხართ. ჩემი შვილი სადაც უნდა იქ იდგება. ჩემ შვილთან რა ხელი გაქვთ, თქვე კომუნისტებო, ბოლშევიკებო, თქვენ ხართ თაღლითები, მოპარული ფულით დაფინანსებული, რომლებიც მათხოვრებად ხართ”, – უთხრა მან “ტვ პირველის” წარმომადგენლებს.
ჟუნალისტის კითხვას, მიიღო თუ არა მისმა შვილმა დაზიანება, ნინო ნადირაძემ კვლავ აგრესიით და ყვირილით უპასუხა:
“ჩემმა შვილმა ფეხი წამოკრა, ახლაც ტყუით, მომიხადეთ ბოდიში, ამოიღეთ ჩანაწერი, არ დაშვებულა, ხელი არავის დაუკარებია. ჩემი შვილი არაფერს აპროტესტებს, აქციაზე მივიდა დასახმარებლად, ბევრი იყო იქ მისული, თქვენ ვინ გეკითხებათ, ჩემი შვილი სად იყო? მაინტერესებს, როდის მომიხდით ბოდიშს. ეს ტელევიზია ყოველდღე ხურავდა ჩემ კლინიკას და ეძახდა მკვლელებს. ჩემ შვილს ყველაფრის უფლება აქვს, თქვენ არ გაქვთ არაფრის უფლება, თქვენ ხართ მონები, ხელფასის მონები. ზუსტად ვიცი, ვის რამდენს გიხდიან?!” – თქვა ნადირაძემ.