საბერძნეთში ქალაქ სალონიკში ქართველმა კაცმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მუცლის და კისრის არეში სასიკვდილოდ დაჭრა. სამართალდამცველებმა ქართველი შემთხვევის ადგილას დააკავეს. ქალი კლინიკაშია გადაყვანილი მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
როგორც ბერძნული მედია წერს, გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ბრალდებული წარსულშიც ფიგურირებდა სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმეში, მათ შორის ყაჩაღობასა და ქურდობაში.