თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა რუსული ძალების მიერ კიევზე სარაკეტო იერიში დაგმო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს.
„სანქციებს დავაწესებთ. არ ვიცი, აწუხებს თუ არა ეს მას [პუტინს]. სანქციებზე, ტარიფებსა და სხვა საკითხებზე ყველაზე მეტი ვიცი. არ ვიცი, ექნება თუ არა ამას ეფექტი, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ. ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო“, – განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, 31 ივლისის ღამეს რუსულმა ძალებმა კიევზე დრონებითა და რაკეტებით იერიში მიიტანა, დაიღუპა 8 მშვიდობიანი მოქალაქე. არიან დაშავებულებიც.