“მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ ორი ატომური წყალქვეშა ნავი განვათავსე შესაბამის რეგიონებში“ – დონალდ ტრამპი

“მედ­ვე­დე­ვის პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის შემ­დეგ ორი ატო­მუ­რი წყალ­ქვე­შა ნავი გან­ვა­თავ­სე შე­სა­ბა­მის რე­გი­ო­ნებ­ში,“ – ამის შე­სა­ხებ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი, დო­ნალდ ტრამ­პი პლატ­ფორ­მა Truth Social-ზე წერს.

“რუ­სე­თის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის, ძა­ლი­ან პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის შემ­დეგ, რო­მე­ლიც ახლა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლეა, ბრძა­ნე­ბა გა­ვე­ცი, რომ ორი ატო­მუ­რი წყალ­ქვე­შა ნავი იქ­ნას გან­თავ­სე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მის რე­გი­ო­ნებ­ში, მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვის­თვის თუ ეს სუ­ლე­ლუ­რი და წა­მა­ქე­ზე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი უფრო მე­ტია, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ გან­ცხა­დე­ბე­ბი. სი­ტყვე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ხში­რად შე­უძ­ლი­ათ გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბელ შე­დე­გე­ბამ­დე მიყ­ვა­ნა, იმე­დი მაქვს, რომ ეს ერთ-ერთი ასე­თი შემ­თხვე­ვა არ იქ­ნე­ბა“, – წერს ტრამ­პი.

ცნო­ბის­თვის, აქამ­დე მედ­ვე­დევ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ტრამ­პი “რუ­სეთ­თან ულ­ტი­მა­ტუ­მე­ბის თა­მაშს თა­მა­შობს“ და „ყო­ვე­ლი ახა­ლი ულ­ტი­მა­ტუ­მი მუ­ქა­რა და ომის­კენ ნა­ბი­ჯია“, მაგ­რამ არა რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის, არა­მედ „სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას­თან”.