„საქსტატის“ მიხედვით, 2025 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.3% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.2%-ით განისაზღვრა.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, ივლისში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის არის ლიმონი, კივი და კარტოფილი.
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ „საქსტატზე“ დაყრდნობით, გთავაზობთ იმ პროდუქტების ათეულს, რომელიც წლიურად ყველაზე მეტად გაძვირდა:
- ლიმონი – 123.6%;
- კივი – 65.3%;
- კარტოფილი – 55.3%;
- ნიორი – 35%;
- კაკაო – 32.3%;
- ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი – 29.1%;
- ნაყინი – 26%;
- ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები – 22.5%;
- მანდარინი – 22.5%;
- მზესუმზირის ზეთი – 21.8%.