ალეკო ელისაშვილზე რუსეთმა ძებნა გამოაცხადა – რის გამო შეუფარდეს დასწრებლად პატიმრობა ქართველ პოლიტიკოსს?

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ალექსანდრე ელისაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. ლისაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობდა გამოძიება უკრაინის მხარეს „დაქირავებული მებრძოლობისთვის“, რომელიც დასრულდა და საქმე ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლოს გადაეცა.

მას ბრალი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დაქირავებული მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში) დაუსწრებლად წაუყენეს.

რუსეთის პროკურატურის თანახმად, 2022 წლის მარტში ელისაშვილი უკრაინაში ქართული ლეგიონის შემადგენლობაში იბრძოდა. მონაწილეობდა უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციებში, მათ შორის კიევის ოლქის ქალაქ ირპენის ბრძოლებში. 2022 წლის აპრილში მან დატოვა უკრაინის ტერიტორია და დაბრუნდა საქართველოში.

რადიო “თავისუფლების” ცნობით, ელისაშვილს აღმკვეთ ღონისძიებად დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.