“ასჯერ რომ გაათრიონ მერად, ამ ქალაქის ქსოვილში ის ვერ ჩაეწერება!” – რას წერს გიორგი ბერეჟიანი კალაძის შესახებ

საცოდავი კახი კალაძე, ერთი უანგარო გულშემატკივარი არ ჰყავს! ყველა დინოზავრი, რომელიც მისი კანდიდატურის პრეზენტაციაზე, იურული პერიოდის პარკში შეიკრიბა, რაღაც გამორჩენას ელის მისგან… თან დინოზავრთა რიგები უკიდურესად შემცირებულია. ამ კვაზიელიტასაც კი ესირცხვილება”ქართული ოცნების” ღონისძიებაზე გამოცხადება, ჟურნალისტთა შეკითხვებს ისინი ან გაქცევით, ან ისტერიკით პასუხობდნენ.

ეს ფანფარონი დაცვის, კამერების გარეშე ავტობუსის გაჩერებაზე ვერ მივა და ნამდვილ, მოუსყიდავ ადამიანებს ვერ დაელაპარაკება,საკუთარ მეზობლებს ვერ გაუსწორებს თვალს. იმდენად ყალბია, რომ ბუნებრივ გარემოში შეიძლება უჰაერობით დაიხრჩოს.

მისი დამსახურებაა, რომ დღეს ქალაქი ასეთი მახინჯია, ბეტონის სარკოფაგად არის ქცეული! მისი დამსახურებაა, რომ სამშენებლო კომპანიები არნახული კორუფციის საშუალებით აკეთებენ ყველაფერს, რაც სურთ… არც სოციალურ, არც ეკოლოგიურ ფაქტორებს არ ითავლისწინებენ, ახერხებენ მიწის ნაგლეჯზე არაადეკვატურად მაღალი ნაგებობების ჩადგმას.

კახი კალაძის დამსახურებაა, რომ თბილისი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია, სადაც ტყვიასა და შხამს ვსუნთქავთ. მისი პასუხისმგებლობაა საცობები, რომლებშიც საათობით ვდგავართ, დაქცეული მეტროსადგურები…

ამ კაცს 8 წლის განმავლობაში ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს საბინაო პოლიტიკის შესამუშავებლად, რათა ჭერი ხელმისაწვდომი გახდეს თბილისელთათვის! 8 წელია კაცს არაფერი გაუკეთებია დასაქმების პოლიტიკის შესამუშავებლად. არ გვაქვს გამართული პროგრამები 10 000 ავარიული სახლის რეაბილიტაციისთვის. ქალაქში მკვდარია საკრებულო, გამგეობები, მკვდარია დემოკრატია! მისი დამსახურებაა, რომ სახელმწიფო საბავშვო ბაღებიდან ხალხი გარბის… თავად ხომ კერძო სასწავლებლებში ჰყავთ ბავშვები მიბარებული.

არასდროს დაგვავიწყდება მისი „ჩემპიონობა“ ზრდილობაში, მასზე უმცროსი, ძალაუფლების არმქონე გოგო რომ გამოიჭირა და ორღობის დედაკაცივით ლანძღა. ამ კაცს არ უყვარს თბილისი, რადგან უძველესმა, მაღალკულტურულმა ქალაქმა, სოციალური სამართლიანობისა და განათლების, კულტურის ფასის მცოდნე ქალაქმა ვერ მიიღო იგი… ასჯერ რომ გაათრიონ მერად, ამ ქალაქის ქსოვილში ის ვერ ჩაეწერება, არა იმიტომ, რომ სადღაც დაფნართან დაიბადა, არამედ იმიტომ, რომ მის ქცევის სტანდარტებს, მისნაირ სოციალურ ჰაბიტუსს ყოველთვის ალმაცერად უყურებდნენ ჩვენში.

როგორ უნდა გეზიზღებოდეს შენი ქალაქი, რომ ხმას აძლევდე იმ კაცის შვილს, ვინც სურიკას დროს, 27 წლის ბიჭი, რომელიც 3 ათას დოლარში ჰყავდა გადაგდებული (მაკლერობდა ბავშვი და ორი თვე არბენინა სახლზე, ყიდვა უნდოდა. მოაძებნინა სახლი და გაადაგდო), ორი წლის მერე, როცა შვილი მოტაცეს, ის ბავშვი სავარაუდო მტრად შერაცხა. დაიჭირეს, აწამეს, დააინვალიდეს და უთხრეს მაგ ნაგავს – ადამიანი ვერ გაუძლებდა მასეთ წამებას, გამორიცხულია, რომ ეგ ბიჭი დამნაშავე იყოსო.

კახი იმ ინვალიდ ბავშვს პატრონობს, არაფერს აკლებს, მამის ცოდვას ინანიებს, დაიჯერებთ?

 

გიორგი ბერეჟიანი, საკუთარი „ფეისბუკ“-გვერდი