დონალდ ტრამპის ვაჟი: USAID-ისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, „დიფ სთეითის“ აპარატის შემადგენელი ნაწილია

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვაჟის განცხადებით, USAID-ისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, „დიფ სთეითის“ აპარატის შემადგენელი ნაწილია.

დონალდ ტრამპ უმცროსის თქმით, „დიფ სთეითის“ განადგურებას სწორედ ის გარემოება ართულებს, რომ მასში უამრავი ცუდი მოქმედი პირია ჩართული.

ამ თემაზე დონალდ ტრამპ უმცროსი თავის პოდკასტში სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს, მაიკ ბენცს ესაუბრა. ბენცმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების დახმარებით, უცხო ქვეყნებში არასასურველი მთავრობებისა თუ კანონების შეცვლა „დიფ სთეითის“ ფართოდ დამკვიდრებული პრაქტიკაა.

„40 წელია ამერიკის საგარეო პოლიტიკის სისტემა მიმართავს ასეთ ტაქტიკას: USAID-ისა და სხვა ორგანოების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებით ხარჯავენ ფულს, შედიან უცხო ქვეყნებში და იღებენ გარანტიებს უცხოელი ლიდერებისგან, პარლამენტარებისგან რომ შეცვალონ მათი კანონები ისე, როგორც ეს ხელსაყრელი იქნება „დიფ სთეითისთვის“. შესაბამისად, თ გსურს, რომ უცხო ქვეყანამ გააუქმოს ან მიიღოს ესა თუ ის კანონი, იქ ვაგზავნით USAID-ის ობობებს, რომლებიც გიგანტურ ქსელ აბამენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ისინი აფინანსებენ ადგილობრივი პოლიტიკის ლიდერებს“, – თქვა ბენცმა.

„ვიცით, რომ ეს ყველაფერი ხდება, თუმცა დაუჯერებელია, თუ რამდენ დონეზე მიდის ეს ლპობა. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ერთ ცუდ აქტორზე, არამედ აქ საუბარი ერთი ცუდი აქტორის მიერ გადამზადებულ მეორე აქტორზე, რომელიც „დიფ სთეითის“ შემადგენელი ნაწილია, ამიტომაც უფრო რთულია მათი დანგრევა, ისინი ათწლეულებია გლობალისტურ დღის წესრიგს ავრცელებენ და ასე მარტივად ვერსად წავლენ. ეს რეალური პრობლემაა“, – აღნიშნა, თავის მხრივ, დონალდ ტრამპ უმცროსმა.