რუსეთმა საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების განლაგებაზე დაწესებული მორატორიუმი შეაჩერა

რუსეთმა საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების განლაგებაზე დაწესებული მორატორიუმი შეაჩერა. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ოფიციალური მოსკოვის გადაწყვეტილებაზე კომენტარი სოციალურ ქსელ X-ში რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა გააკეთა და აღნიშნა, რომ მორატორიუმის მოხსნა ახალ რეალობას წარმოადგენს, რომლის გათვალისწინება რუსეთის ყველა ოპონენტს მოუწევს.

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების განლაგებაზე მორატორიუმის მოხსნის შესახებ ნატოს ქვეყნების ანტირუსული პოლიტიკის შედეგია. ეს არის ახალი რეალობა, რომლის გათვალისწინებაც ჩვენს ყველა ოპონენტს მოუწევს. შემდგომ ნაბიჯებს დაელოდეთ“, – დაწერა მედვედევმა.