უკრაინაში ლუგანსკის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი სერგეი გაიდაი დააკავეს

უკრაინაში ლუგანსკის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი სერგეი გაიდაი დააკავეს. ის დრონების და სხვა საბრძოლო საშუალებების შეძენისას კორუფციული სქემის გამოყენებაში დაადანაშაულეს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

სასამართლომ გაიდაის 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, მაგრამ 2,1 მლნ. ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ მას გათავისუფლება შეუძლია. ადვოკატები გირაოს ოდენობის გასაჩივრებას გეგმავენ.

სერგეი გაიდაი ნაციონალური ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს. გაიდაი მიკაჩევსკის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდანაც გაათავისუფლეს, რომელსაც ის ბოლო დრომდე იკავებდა.

სერგეი გაიდაი ბრალს უარყოფს, აცხადებს, რომ არსად გაქცევას არ გეგმავს და რომ „ეს ყველაფერი რომ მორჩება“, ის ფრონტზე წასვლას აპირებს.