100-ზე მეტი დაკარგული, 4 გარდაცვლილი და მეწყერისგან განადგურებული სტიქიის ზონა, სადაც სამაშველო ჯგუფების ნაწილი ვერ მიდის

ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის ცნო­ბით, ინ­დო­ე­თის ჩრდი­ლო­ეთ შტატ უტა­რაკ­ჰან­დში მო­ვარ­დნილ მე­წყერს 4 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, ხოლო და­კარ­გულ­თა რი­ცხვი გა­ი­ზარ­და და 100-ზე მეტს ამ დრომ­დე ეძე­ბენ.

უტარ­კა­შის რა­ი­ონ­ში სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ისევ მიმ­დი­ნა­რე­ობს. დჰა­რა­ლი­ში სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის ნა­წი­ლი იმ­ყო­ფე­ბა, თუმ­ცა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი გზე­ბი­სა და ძლი­ე­რი წვი­მე­ბის გამო, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში სხვა კა­ტას­ტრო­ფებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის ძა­ლე­ბი და რა­ი­ო­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ვერ მი­დი­ან.

ჰი­მა­ლა­ის შტატ უტა­რაკ­ჰან­დს ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძლი­ე­რი წვი­მე­ბი აწუ­ხებ­და. ძლი­ე­რი ნა­ლე­ქის შემ­დეგ რე­გი­ონ­ში მე­წყე­რი მო­ვარ­და, რო­მელ­მაც სო­ფე­ლი დჰა­რა­ლი დატ­ბო­რა, გა­ა­ნად­გუ­რა სახ­ლე­ბი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა.

უტა­რაკ­ჰან­დის მთა­ვარ­მა მი­ნის­ტრმა პუშ­კარ სინ­გჰ დჰა­მიმ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ ამ დრო­ის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით 130 ადა­მი­ა­ნი გა­და­არ­ჩი­ნეს.

დჰა­რა­ლი, პო­პუ­ლა­რუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ად­გი­ლია, სა­დაც ინ­დო­ე­თის მთა­ვა­რი სამ­ხედ­რო ბა­ზაა გან­თავ­სე­ბუ­ლი. ახ­ლოს ასე­ვე მდე­ბა­რე­ობს ინდო-ტი­ბე­ტუ­რი სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ბა­ნა­კი.

ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის თქმით, ბა­ზა­ზე მყო­ფი სულ მცი­რე 10 ჯა­რის­კა­ციც და­კარ­გუ­ლია.

ტე­რი­ტო­რია ტა­ლა­ხი­თა და ნან­გრე­ვე­ბით არის და­ფა­რუ­ლი.

წყა­რო