ბილ და ჰილარი კლინტონები ეპშტეინის საქმეზე გამოკითხვისთვის კონგრესში დაიბარეს. ცნობა წარმომადგენლობითი პალატის ზედამხედველობის კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. ნათქვამია, რომ მოსმენა 18 აგვისტოს დაიწყება და სექტემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.
ამასთან ერთად, შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ კონგრესს 19 აგვისტომდე ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიმოწერის მიწოდება დაავალა.
ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინის საქმემ, რომელიც სექს-ვაჭრობასა და არასრულწლოვნების მიმართ დანაშაულებებში იყო ბრალდებული, ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი მოიპოვა ცნობილ პოლიტიკოსებთან მისი კავშირების გამო.
66 წლის ჯეფრი ეპშტეინი არასრულწლოვანთა ტრეფიკინგისა და პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით 2021 წლის 7 ივლისს დააკავეს. 10 აგვისტოს მილიარდერმა საკანში თავი მოიკლა. ეპშტეინის სიკვდილმა შეთქმულების თეორიები გააჩინა.