ისრაელის სადაზვერვო სამსახურთან თანამშრომლობის ბრალდებით ირანში ერთი პირი სიკვდილით დასაჯეს

ისრაელის სადაზვერვო სამსახურთან თანამშრომლობის ბრალდებით ირანში ერთი პირი სიკვდილით დასაჯეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ირანის მედიის თანახმად, სიკვდილით დასჯა ჰქონდა მისჯილი „მოსადის“ ჯაშუშს, მამაკაცს, რომელმაც ისრაელის სადაზვერვო სააგენტოს დაღუპული ბირთვული მეცნიერის შესახებ ინფორმაცია გადასცა.

გავრცელებული ცნობით, სისხლის სამართლის პროცესის ყველა ეტაპის დასრულებისა და უზენაესი სასამართლოს მიერ განაჩენის საბოლოო დადასტურების შემდეგ, ირანის მოქალაქე რუზბე ვადი დღეს დილით, 2025 წლის 6 აგვისტოს სიკვდილით დასაჯეს.

ირანული მედიის თანახმად, საქმის მტკიცებულებებითა და რუზბე ვადის აღიარებით ირკვევა, რომ მას სრულად ჰქონდა ინფორმაცია „მოსადის“ სადაზვერვო სამსახურთან თანამშრომლობის შესახებ და ამას წინასწარი განზრახვით აკეთებდა.