რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივენ უიტკოფს შორის კრემლში შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
როგორც რუსული მედია წერს, შეხვედრა დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა.
თეთრი სახლის ლიდერის სპეცწარმომადგენელი მოსკოვში 6 აგვისტოს ჩავიდა, სადაც მას რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი დახვდა.
მიმდინარე წლის განმავლობაში რუსეთში ეს სტივ უიტკოფის რიგით მე-5 ვიზიტია.
ის ბოლოს მოსკოვს 25 აპრილს ეწვია, სადაც მას კრემლის ლიდერმა უმასპინძლა.