ამერიკის შეერთებული შტატების ფორტ ბლიზის სამხედრო ბაზაზე ამერიკელი ჯარისკაცი დააკავეს, რომელიც ამერიკული ტექნოლოგიების რუსეთისთვის გადაცემას ცდილობდა. ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.
გავრცელებული ცნობის თანახმად, 22 წლის სამხედრო, ტეილორ ადამ ლი რუსეთის სასარგებლოდ მიმდინარე წლის მაისიდან მუშაობდა და ამ ხნის განმავლობაში Abrams-ის ტიპის ტანკების ტექნიკურ მახასიათებლებზე მონაცემებს აწვდიდა.
„გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ ჩატარებულმა საგამოძიებო მოქმედებებმა გვაჩვენა, რომ ტეილორ ლი, სავარაუდოდ, ცდილობდა გადაეცა საიდუმლო სამხედრო ინფორმაცია ამერიკული ტანკების სუსტი ადგილების შესახებ ადამიანისთვის, რომელსაც ის რუსული დაზვერვის თანამშრომლად თვლიდა. სანაცვლოდ მას რუსეთის მოქალაქეობა უნდა მიეღო“, – განაცხადა FBI-ის კონტრდაზვერვის განყოფილების დირექტორის თანაშემწემ, რომან როჟავსკიმ.