აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს უკეთ ესმის, თუ რა პირობებით იქნება რუსეთი მზად უკრაინაში ომის დასასრულებლად, მას შემდეგ, რაც სტივ უიტკოფი ვლადიმირ პუტინს შეხვდა.
„შესაძლოა, ამ ადმინისტრაციის მუშაობის დაწყების შემდეგ პირველად, ჩვენ გვაქვს კონკრეტული მაგალითები იმისა, თუ რა სახის მოთხოვნები შეიძლება ჰქონდეს რუსეთს ომის დასასრულებლად“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
როდესაც რუბიოს ჰკითხეს, დაუწესებს თუ არა ტრამპი რუსეთს მეორად სანქციებს პარასკევს, მან უპასუხა, რომ ტრამპი ამ გადაწყვეტილებას მომდევნო 24-36 საათში მიიღებს.