პოლონური მედია: გაჟონა ტრამპის საიდუმლო გეგმამ უკრაინაში ომის შეყვეტის პირობების შესახებ – 1. რუსეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორიების ფაქტობრივი აღიარება, 2. სანქციების უმეტესობის სრულად მოხსნა…

პოლონურ მედიას ხელში ჩაუვარდა იმ პირობების ჩამონათვალი, რომელიც ამერიკულმა მხარემ რუსეთს შესთავაზა, რათა მან უკრაინაში ომი დაასრულოს.

გავრცელებული ცნობების თანახმად, ტრამპმა პუტინს შესთავაზა:

1. უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა და არა მშვიდობა;

2. რუსეთის მიერ დაპყრობილი უკრაინული ტერიტორიების ფაქტობრივი აღიარება (საკითხის გადავადება 49 ან 99 წლით);

3. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების უმეტესობის მოხსნა და გრძელვადიან პერსპექტივაში ენერგეტიკული თანამშრომლობის აღდგენა, კერძოდ, რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტის განახლება.

თუმცა, როგორც პოლონური მედია წერს, წინადადებათა პაკეტში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ ნატო აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება, რასაც რუსები მუდამ ითხოვდნენ. მოსკოვმა აგრეთვე არ მიიღო პირობა, რომ უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუწყვეტენ. ამ უკანასკნელ პუნქტს რუსული მხარე დათანხმდა.