პუტინის წარმომადგენელი: ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ისტორიული იქნება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელმა, პირდაპირი ინვესტიციების რუსული ფონდის დირექტორმა, კირილ დმიტრიევმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრა, შესაძლოა, ისტორიული აღმოჩნდეს.

„რუსეთმა დაადასტურა, რომ პუტინისა და ტრამპის სამიტი მომავალ კვირას გაიმართება და მისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. ეს, შესაძლოა, ისტორიული შეხვედრა იყოს. დიალოგი გაიმარჯვებს“, – დაწერა დმიტრიევმა სოციალურ ქსელში.

მანამდე, პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი და აშშ უახლოეს დღეებში პუტინისა და ტრამპის შეხვედრის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შეთანხმებულია სამიტის ჩატარების ადგილიც, რომელიც საზოგადოებისთვის მოგვიანებით გადება ცნობილი.