“ტრამპის გზა” სამხრეთ კავკასიაში – ცნობილი ხდება უპრეცედენტო შეთანხმებებზე, რომელსაც ალიევი და ფაშინიანი თეთრ სახლში მოაწერენ ხელს: რა არის TRIPP და რას გულისხმობს ის

პა­რას­კევს თეთრ სახ­ლში აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სომ­ხე­თის ლი­დე­რებს, ილ­ჰამ ალი­ევ­სა და ნი­კოლ ფა­ში­ნი­ანს მი­ი­ღებს.

რო­გორც გა­მო­ცე­მა “კი­ე­ვი პოს­ტის” ვა­შინგტო­ნის კო­რეს­პონ­დენ­ტი ალექს რა­უ­ფ­ოღ­ლუ წერს, ეს შეხ­ვედ­რა თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის კულ­მი­ნა­ცი­აა, ის სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის გე­ო­პო­ლი­ტი­კურ ლან­დშაფტს შეც­ვლის და რე­გი­ონ­ში, სა­დაც დიდი ხა­ნია რუ­სე­თი და ირა­ნი დო­მი­ნი­რე­ბენ, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს ცენ­ტრა­ლურ მო­თა­მა­შედ წარ­მო­ა­ჩენს.

  • რა­უ­ფ­ოღ­ლუ მო­მა­ვა­ლი შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე ოფი­ცი­ა­ლურ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ წერს.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ლა­პა­რა­კე­ბი­სა და შე­თან­ხმე­ბის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილს წარ­მო­ად­გენს ახა­ლი კო­მერ­ცი­უ­ლი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც ჰქვია “ტრამ­პის გზა სა­ერ­თა­შო­რი­სო მშვი­დო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის“, შე­მოკ­ლე­ბით TRIPP. ეს ინო­ვა­ცი­უ­რი ჩარ­ჩო ორ ერს შო­რის ყვე­ლა­ზე სა­კა­მა­თო სა­კი­თხე­ბი გა­და­საჭ­რე­ლად არის შექ­მნი­ლი.

TRIPP-ის ფარ­გლებ­ში შე­იქ­მნე­ბა სატ­რან­ზი­ტო მარ­შრუ­ტი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­თვის ნა­ხი­ჩე­ვან­თან შე­უ­ფერ­ხე­ბელ კო­მერ­ცი­ულ წვდო­მას.

TRIPP არ არის სამ­ხედ­რო ან თავ­დაც­ვი­თი ინი­ცი­ა­ტი­ვა. “კი­ე­ვი პოს­ტის” წყა­რო­ებ­მა, ნათ­ლად გა­ნა­ცხა­დეს, რომ აშშ არ იძ­ლე­ვა “მკაც­რი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ას“ და არ აგ­ზავ­ნის ძა­ლებს, აშშ-ის ჩარ­თუ­ლო­ბა იქ­ნე­ბა წმინ­და კო­მერ­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თის – აშშ აი­ღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოს მარ­შრუ­ტის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა ყვე­ლა მხა­რის­თვის

  • წყა­როს ცნო­ბით, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე მის­ვლის გზა და­ი­წყო თე­ბერ­ვლის ბო­ლოს ტრამ­პის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის, სტივ უოტ­კო­ფის ბა­ქო­ში ვი­ზი­ტით, რა დრო­საც, პრე­ზი­დენტ ილ­ჰამ ალი­ევ­თან “მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კავ­ში­რი“ დამ­ყარ­და.

ამას მოჰ­ყვა კი­დევ ხუთი ვი­ზი­ტი, რო­გორც აზერ­ბა­ი­ჯან­ში, ასე­ვე სომ­ხეთ­ში, რო­მელ­მაც მხა­რე­ე­ბი მი­იყ­ვა­ნა აზ­რამ­დე, რომ “ეს არის მო­მენ­ტი“.

ამე­რი­კე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ამ­ჟა­მინ­დე­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი კლი­მა­ტი – რო­დე­საც რუ­სე­თიც და ირა­ნიც სხვა გლო­ბა­ლუ­რი სა­კი­თხებ­ზე არი­ან გა­დარ­თუ­ლე­ბი, ორი­ვე ქვეყ­ნის­თვის ქმნის უნი­კა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ გა­დად­გან “მა­მა­ცი ნა­ბი­ჯი“ მშვი­დო­ბის­კენ

8 აგ­ვის­ტოს ფა­ში­ნი­ა­ნი და ალი­ე­ვი თეთრ სახ­ლში რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან დო­კუ­მენტს მო­ა­წე­რენ ხელს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის ცნო­ბით, ეს იქ­ნე­ბა:

  • ერ­თობ­ლი­ვი დეკ­ლა­რა­ცია:

ეს ერ­თგვარ ჩარ­ჩო­ში მო­აქ­ცევს “მშვი­დო­ბის­კენ მი­მა­ვალ კონ­კრე­ტულ გზას“ და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სრულ ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

  • სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბის პა­რა­ფი­რე­ბა:

აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სომ­ხე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბი პა­რა­ფი­რე­ბას გა­უ­კე­თე­ბენ ორ­მხრი­ვი სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბის ტექსტს, რო­მელ­ზეც თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი.

  • ერ­თობ­ლი­ვი წე­რი­ლი მინ­სკის ჯგუ­ფი­დან გას­ვლის შე­სა­ხებ:

ორი­ვე ქვე­ყა­ნა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გავა ეუ­თოს მინ­სკის ჯგუ­ფი­დან, მე­დი­ა­ცი­ის პლატ­ფორ­მი­დან, რო­მე­ლიც “არა­სა­სარ­გებ­ლოდ“ იქნა მიჩ­ნე­უ­ლი

  • ახა­ლი ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის მე­მო­რან­დუ­მე­ბი:

აშშ სომ­ხეთ­თან და აზერ­ბა­ი­ჯან­თან ცალ­კე­ულ ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის მე­მო­რან­დუ­მებს მო­ა­წერს ხელს, რაც მათ ორ­მხრივ ურ­თი­ერ­თო­ბებს “გა­ნა­ახ­ლებს“ და აქამ­დე წარ­მო­უდ­გე­ნელ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს გახ­სნის.

შე­თან­ხმე­ბე­ბი გრძელ­ვა­დი­ა­ნია, 50 წელ­ზე მეტ­ხანს გაგ­რძე­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს. ამე­რი­კელ­მა ჩი­ნოვ­ნი­კებ­მა “კი­ე­ვი პოსტთან” ხაზი გა­უს­ვეს. რომ აშშ თავს ორი­ვე მხა­რის­თვის სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რად ასა­ხე­ლებს.

წყა­რო