ლუკაშენკო: რუსეთი უკრაინასთან ომს არ წააგებს

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთის ფედერაცია უკრაინასთან ომს არ წააგებს.

ჟურნალ Time-ის კორესპონდენტთან ინტერვიუში ლუკაშენკომ თქვა, რომ ორმხრივი „დათმობებით“ და „გონივრული“ მოლაპარაკებებით, შესაძლოა, რუსეთი უკრაინასთან არასოდეს იბრძოლებს.

ამასთან, ლუკაშენკომ თქვა, რომ „მოსკოვი ნატოსთან ომს არ გეგმავს, თუ ისინი რაიმე სისულელეს არ გააკეთებენ“.

„რუსეთს მარცხი არ ექნება. მარცხი არ იქნება“, – აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტი.