USAID-ის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სოროსის ღია საზოგადოების როლი საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებაში, დეზინფორმაციასა და ცრუ შეფასების შექმნაში. ამ თემაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ჩინოსანი მაიკ ბენცი Fox News-ს ესაუბრა.
ბენცმა განმარტა, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში აქტიური როლი შეასრულეს NGO-ებმა და ღია საზოგადოების ინსტიტუტის ევრაზიის ცენტრმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ჩინოსნის თქმით, NGO-ებმა „რაშაგეითის“ ცრუ შინაარსის შექმნისთვის მილიონობით დოლარი მიიღეს. ბენცმა ასევე გაიხსენა 2014 წლის უკრაინის მაიდანი და აღნიშნა, რომ მაშინ USAID-მ რეგიონის დესტაბილიზაციის მიზნით, სამოქალაქო საზოგადოებას 5 მილიარდი დოლარი გადაუხადა.
„არასამთავრობო ორგანიზაციებმა ათობით მილიონი დოლარი მიიღეს, რომ კონტრსტრატეგიები მოეფიქრებინათ იმ საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც არც არასდროს არსებობდა. ამ საქმეში მნიშვნელოვანი იყო მედიის კონტროლი, რომ „რაშაგეითზე“ ჰქონოდათ აქცენტი. შექმნეს პოლიტიკური და სამართლებრივი წინაპირობა ინტერნეტ-ცენზურისთვის და დაიწყეს სიტყვის გამოხატვის თავისუფლების მასობრივი შეზღუდვა. ამას აკეთებდნენ პენტაგონისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული NGO-ები. გასულ კვირას გასაჯაროვდა საიდუმლო დოკუმენტი, რომელიც მოიცავს საიდუმლო წერილებს ღია საზოგადოების ინსტიტუტის ევრაზიის ცენტრიდან. 2016 წლის 2 ივნისს ჯორჯ სოროსი ჰილარი კლინტონს შეხვდა და ამ შეხვედრაზე თან წაიყვანა ევრაზიის ცენტრის ხელმძღვანელიც. ეს ხდება რუსული ჭორის გავრცელებამდე ერთი თვით ადრე. ისინი ამაზე ერთად მუშაობდნენ“, – თქვა ბენცმა.